მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუქმდება თუ არა 14 მარტს დაგეგმილი რაგბის თამაში?

5e679d2267eac
ინგა მურუსიძე
10.03.20 17:57
1122

ალბათ საკოორდინაციო საბჭოზე განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო დააყენებს საკითხს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ ჩატარდეს თამაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გაუქმდება თუ არა რაგბის თამაში, რომელიც 14 მარტს არის დაგეგმილი.

„არანაირი თამაშები არსად არ უქმდება. მე ასე ვფიქრობ, რომ ალბათ საკოორდინაციო საბჭოზე განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრო დააყენებს საკითხს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ ჩატარდეს თამაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-რუსეთის რაგბის ნაკრების თამაში უნდა შედგეს.