მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაურკვეველი ვითარებაა, არ ვიცით რა იქნება უახლოეს მომავალში - ბერიკაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე

62bef4335fb67
მარიამ ვარადაშვილი
01.07.22 23:00
1663
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, არსებული ვითარების გათვალისწინებით მოლოდინები გაურკვეველია. როგორ მან “ანალიტიკაში” განაცხადა, რეგიონში არსებულმა ომმა გაურკვევლობა გაზარდა.

“ეროვნული ბანკის გარდა, საქართველოში მოქმედმა ყველა კვლევითმა ორგანიზაციამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ის ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ომის დაწყების შემდეგ ველოდით. ეს ომი, რა თქმა უნდა, საფრთხისშემცველია მინიმუმ ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა დავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ იმხელა ზიანის მომტანი არ არის, რამდენიც თავიდან გვეგონა. რთულია მოლოდინები გქონდეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, რადგან საქართველოში შიდა სიტუაციაც მყიფეა და მით უფრო საგარეო ვითარება. რაც არ უნდა ვთქვათ, ეს ომი ჩვენთან ახლოსაა და სულ არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველო გამოყენებული იქნება სანქციებისგან თავის არიდების მიზნით და ა.შ. ძალიან რთულია რაიმე მოლოდინის მით უფრო პოზიტიური მოლოდინის ქონა. ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ დიდი გაურკვევლობაა. ფაქტია, რომ გაურკვეველია რა იქნება უახლოს მომავალში ან რამდენიმე თვეში”, - განაცხადა ბერიკაშვილმა "ანალიტიკაში".

ცნობისთვის, ივნისის ბოლოს თიბისი კაპიტალმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8%-დან 10%-მდე გაზარდა. ომის მიუხედავად, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ გადახდა და ის 6%-ს შეადგენს.

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ხუთ თვეში ეკონომიკა 11.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპორტი წლიურად 37.5%-ით გაიზარდა, 37.5%-ით გაიზარდა იმპორტიც.