მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუტამ ადანი ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა - Bloomberg–ის სია

62021096d3241
თათია კაკიაშვილი
08.02.22 11:36
6315
Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის მიხედვით, ინდოელმა გაუტამ ადანიმ თანამემამულე მუკეშ ამბანს გადაუსწრო და აზიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 59 წლის გაუტამ ადანი Adani Group -ის დამფუძნებელია და ისეთ მიმართულებებს მართავს, როგორებიცაა პორტები, აერონავტიკა, თერმული ენერგია და ქვანახშირის მოპოვება. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ ქონებას, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ადანი ახლა $88,5 მილიარდს ფლობს.

საგულისხმოა, რომ გასულ წელს მისი მთლიანი ქონება 40 მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო. თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, ინდოელმა მილიარდერმა შემოსავლები გაიორმაგა და დღეს ის მსოფლიოში მე-10 უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ფლობს.

წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რომ პანდემიის დროს Adani Group-მა ინდოეთის საფონდო ბირჟაზე ოპერირება კარგად მოახერხა: 2020 წლის ივნისიდან მუმბაის ეროვნულ საფონდო ბირჟაზე Adan Enterprises-ის აქციებმა 1000%-ზე მეტად მოიმატა, ეს კი, როგორც ჩანს, იმის ნიშანია, რომ ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ადანის უნარზე, დადოს ფსონი ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და განახლებადი ენერგია, რომლებიც ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ეკონომიკური განვითარების მიზნების გასაღებია.

რაც შეეხება მუკეშ ამბანს, ის Reliance Industries-ს მმართველია და ამჟამად Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მე-11 ადგილს იკავებს 87,9 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით.