უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შეფასებით, ინდური მულტიპროფილური კონგლომერატის, Adani Group-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციების რეალური ღირებულება ნულის ტოლია, რადგან კომპანია ვალდებულებებზე დეფოლტის გამოცხადებისა და გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე დგას.
Credit Suisse-ის გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფილი სესხების გაცემის პროცესში Adani Group-ის ობლიგაციების გამოყენება დაუყოვნებლივ შეწყდება და იმ კომპანიებსა თუ კერძო პირებს, რომელთაც უზრუნველყოფის მეთოდად ინდური ჰოლდინგის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ჰქონდათ გამოყენებული, მისი ალტერნატიული აქტივებით ან ნაღდი ფულით ჩანაცვლება მოუწევთ.
აღნიშნული მოცემულობა იმაზე მიუთითებს, Credit Suisse-ი Adani Group-ის მიერ დეფოლტის გამოცხადების საფრთხეს რეალისტურად მიიჩნევს და ის აქტიურად ცდილობს საკუთარი საკრედიტო პორტფელიდან სარისკო აქტივების ამოღებას.
Adani Group-ის დამფუძნებელმა, გაუტამ ადანიმ სულ რაღაც ერთ კვირაში 50 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა, მისი კომპანიების კუმულაციური კაპიტალიზაცია კი დაახლოებით $85 მილიარდით დაეცა. Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ადანი მე-3 პოზიციიდან მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა და მან უკვე დაკარგა აზიის უმდიდრესი მეწარმის სტატუსი - აღნიშნული წოდება მისმა თანამემამულემ, მუკეშ ამბანიმ მიიღო.
ინდუსტრიული მაგნატის დაღმასვლა კვლევითი ფირმის, Hindenburg Research-ის მიერ გასაჯაროებული უახლესი ანგარიშითაა განპირობებული. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადანის მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერია სინამდვილეში სიცრუეზე დგას და მისი კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა არა ფუნდამენტური შედეგებით, არამედ საფონდო ბირჟების მანიპულაციით, თაღლითობითა და ბუღალტრული ანგარიშგებების გაყალბებით იყო განპირობებული.
კვლევის გარდა, Hindenburg-მა Adani Group-ის შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ short პოზიციების გახსნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, ანუ Hindenburg-ი საპირისპირო ფსონს დებს, რომ გაუტამ ადანის კომპანიების აქციები დაეცემა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ის ფინანსურ სარგებელს მიიღებს.
ჯერჯერობით Hindenburg-ის ფსონი მართლდება, რადგან სულ რაღაც Adani Group-ის შვილობილმა კომპანიებმა კუმულაციური კაპიტალიზაციის თითქმის 40% უკვე დაკარგეს.
გაუტამ ადანის ადვოკატების განცხადებით, Hindenburg-ის კვლევა არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და მისი გასაჯაროების მიზანი სწორედ ზემოხსენებული short პოზიციით სარგებლის მიღება იყო, ვინაიდან, კვლევითი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს და მის მიგნებებს ინვესტორები თუ ტრეიდერები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნამდვილად ითვალისწინებენ. სწორედ ამის გამო, Adani Group-ი Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.
ზოგადად, გაუტამ ადანის გამდიდრების ისტორია არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Adani Group-ის შვილობილ კომპანიებს ინდოეთში ათასობით მსხვილი ტენდერი უკონკურენტოდ აქვთ მოგებული, თავად ადანი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ახლო მეგობარი და მმართველი პოლიტიკური პარტიის უმსხვილესი შემომწირველია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი