მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება" - IMF უმუშევრობის 150-ლარიან დახმარებაზე

5e99f8ae13961
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
17.04.20 23:35
1992
ეს “გაიპარა” და “ტექნიკური შეცდომა იყო” - ასე მოიხსენია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოაქვეყნებული ტექსტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვით 150-ლარიანი დახმარების (900 ლარი ჯამში) მიცემას გეგმავდა. გიორგი გახარიას თქმით, მსგავს წინადადებას მთავრობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ განიხილავდა, ხოლო რეალურად ის პროექტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს მოქალაქეებს საარსებო მინიმუმზე ნაკლებ კომპენსაციას არ მისცემს.

პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გადაცემა “ანალიტიკა” საქართველოში IMF-ის მუდმივ წარმომადგენელს, სელიმ ჩაქერს ესაუბრა. ჩაქერი ამბობს, რომ არსებულ კრიზისულ ვითარებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევები შესაძლოა მოხდეს.

- კითხვა: საკმაოდ უცნაური იყო, როცა პრემიერ-მინისტრი ლაივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცდომა დაუშვა და თავის ვებ გვერდზე სულ სხვა, ძველი დოკუმენტი ატვირთა...

- პასუხი: “ჩვენ ყველანი დიდი სტრესის ფონზე ვმუშაობთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. ასე ვთქვათ.”

bm.ge-იმ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტთან დაკავშირები სტატია 13 აპრილს გამოაქვეყნა. ამ დღეს, მთავრობის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ საკითხთან მიმართებით განმარტება მომდევნო დღეს გაკეთდებოდა. 14 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე კი, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში უზუსტობა “გაიპარა.”

ელენე კვანჭილაშვილის ინტერვიუ სელიმ ჩაქერთან: