მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუზრდის თუ არა სახელმწიფო “ბორჯომს” მინერალური წყლის მოსაკრებელს, რაც ლიტრზე 3 თეთრია?

633edd86e664b
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.22 18:14
673
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარმა ანტონ ობოლაშვილმა ბორჯომის მინერალური წყლის ადგილობრივ მოსაკრებელზე დაუსვა კითხვა. კერძოდ, 2013 წლიდან IDS ბორჯომი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ლიტრის ჩამოსხმისთვის 3 თეთრის მოსაკრებელს უხდის.

“ბორჯომის წყლის მოსაკრებლის ფასთან დაკავშირებით კანონში ბოლო ცვლილება 2013 წელს შევიდა და განისაზღვრა ერთ კუბურ მეტრ წყალზე ტარიფი 30 ლარი, რაც ნახევარლიტრიანი ბორჯომისთვის არის 1.5 თეთრი. მაშინ ბორჯომი ღირდა 80 თეთრი, ახლა ღირს 1.80 ლარი. მიმაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ამ საკითხში უნდა ჰქონდეს მეტი შემოსავალი, რაც გაზრდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს,”- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მინერალური რესურსების ეფექტიანად გამოყენების თაობაზე RIA-ს დოკუმენტს მოამზადებს. ამასთანავე, დავითაშვილის თქმით, მოსაკრებლის ზრდა გამორიცხული არაა, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებისთვის ბიზნესის აქტიური ჩართულობაა საჭირო.

“ჩვენ გვესმის, რომ მინერალური რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების კუთხით ჩვენ უფრო მკაფიო პოლიტიკა გვჭირდება. 2013 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება გადაიხედოს ის მოსაკრებლები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში მიდის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აქ საჭიროა ჩატარდეს RIA, საჭიროა ჩატარდეს ბიზნესზე ზემოქმედების შეფასება. ბიზნესთან აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.