03.ივლისი .2022 21:43

“გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს” – ლაშა ბუღაძე

“გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს” – ლაშა ბუღაძე
views 641
უკან

პარლამენტის წინ აქცია #შინევროპისკენ მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრები მიმართავენ.

სპიკერებს შორისაა მწერალი ლაშა ბუღაძე.

„ცხადია, დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ არ დავიღლებით, ყოველთვის შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა