მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის დასუსტების შესახებ" - სენატორები ზალკალიანთან შეხვედრაზე

5e3a6d3571548
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 11:37
1524
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრ დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

სენატორებმა ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადბები გაავრცელეს, რომელიც U.S. Senate Committee on Foreidn Relation- ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„სენატორ შაჰინს და მე, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული საუბარი გვქონდა,“ -  ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

„ჩვენ მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ. ასევე, განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერაა  ოკუპირებული 2008 წლის შემდეგ.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საკუთარი ღობეების გადაწევას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დადებითი, წინ გადადგმული ნაბიჯების დანახვა. ჩვენ საქართველოს არ ვთხოვთ იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად უდგება,“ - ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

თავის მხრივ, სენატორ შაჰინის თქმით, ის მოხარულია, "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრით და მასთან აშშ-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე საუბრის საშუალების ქონით, განსაკუთრებით - საქართველოს მხრიდან დემოკრატიისა და კარგი მმართველობისადმი ერთგულების შესახებ.

"სენატორ რიშს და მე საქართველოს დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერის დიდი ისტორია გვაქვს. 2012 წელს, ჩვენ საქართველოს ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ, როგორც დამკვირვებლებმა და იმედი მოგვეცა პროგრესით. როგორც აქამდე ვთქვით, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მე გავაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობის მიმართ, შეასრულონ საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩასატარებლად და სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემად", - ნათქვამია წერილში.