მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა

62fb3b7e160dd
BM.GE
16.08.22 10:30
1317
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა. წლევანდელი დაჯილდოება ქართული ბანკებისთვის უპრეცედენტოდ წარმატებული აღმოჩნდა. წელს თიბისიმ და საქართველოს ბანკმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვეს - ჯამში 16 ჯილდო მიიღეს.

ქართული ბანკები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდნენ ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა საუკეთესო ციფრული ბანკი საცალო მომხმარებლებისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, საუკეთესო UX დიზაინი (სამომხმარებლო გამოცდილება), საუკეთესო ციფრული გადახდები და განაცხადები, საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისები, საუკეთესო მობაილ ბანკი, საუკეთესო ბანკი სოციალურ მედია მარკეტინგსა და სერვისებში, საუკეთესო ონლაინ დაკრედიტება და სხვა.

Global Finance-ი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც უკვე 35 წელია 190 ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟიურის მეშვეობით სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს ფინანსურ ინსტიტუტებს. გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით, აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეირჩა.

საუკეთესო ბანკები ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.

“საქართველოს საბანკო სისტემა უპირობო ტექნოლოგიური და ინოვაციური ლიდერია რეგიონში და არა მხოლოდ. ეს საამაყოა სექტორისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.