მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავრცელდება თუ არა 2023 წლიდან მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ბანკებზე?

6367612b3eccb
მარიამ იზორია
06.11.22 14:40
1034
გავრცელდება თუ არა 2023 წლიდან მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ბანკებზე? – bm.ge-ს შეკითხვას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე პასუხობს.

მისი პროგნოზით, აღნიშნული დიდი ალბათობით კიდევ გადავადდება და არც 2023 წელს ამოქმედდება.

„ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოდელი ბანკებზე 2023 წლიდან გავრცელდება, თუმცა განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი ეჭვი გვაქვს, გადაავადებენ.

საქართველოში ესტონურ მოდელს ორი იდეა აქვს. პირველი - რეინვესტირების წახალისება და მეორე - დაგროვების წახალისება. როგორც იცით, ლარიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება მეტი ლარი დარჩეს ბანკში, რომელსაც მულტიპლიკატორის ეფექტიც აქვს. ამ თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ იმ მოგების გადასახადმა, რომელიც არ იქნება საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან გადახდილი, პრაქტიკულად თითქმის ათმაგი ოდენობით შესაძლებელია, ჩაანაცვლოს ის უცხოური ვალუტით დაფინანსება, რაც დღეს არის.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს, დღევანდელ მაღალი საპროცენტო განაკვეთების რეჟიმში ეს მნიშვნელოვნად მიიღებს მონაწილეობას რესურსის გაიაფებაში, მაგრამ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია, ბაზარზე ლარში უფრო მეტი ჭარბი რესურსი გაჩნდეს", - განმარტავს ალექსანდე ძნელაძე.

ინფორმაციისთვის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია.