მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერი პოსტს ტოვებს

5f09c01e70b1f
BM.GE
11.07.20 17:32
1182
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მერის თანამდებობას ტოვებს. 

როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში bm.ge-ს განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომახიძესთან, რომლისგანაც აქვთ ინფორმაცია, რომ მას პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია. პრესსამსახურში ამბობენ იმასაც, რომ მერი სამსახურში ჩვეულებრივ რეჟიმში დადის და ლაშა კომახიძე მისი პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს რამდენიმე დღეში უპასუხებს.

თავად ბათუმის მერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის მერის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს.