07.მარტი .2020 12:35

გახანგრძლივდება თუ არა სასკოლო არდადეგები? - გამყრელიძის პასუხი

views 1183
უკან

სასწავლო პროცესის შეწყვეტის გახანგრძლივება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გრძელდება. შეწყვეტილია ასევე საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შედეგად დაინფიცირებულთა რაოდენობა 12-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა