„შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთს განსაკუთრებული ფუნქცია ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფოთის განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდეს.
"უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება. თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში გარდა Pace ტერმინალისა, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ამ ნავსადგურის გაფართოება, დაიწყება ფოთის ძირითადი პორტის ჩრდილოეთით მშენებლობა, განახლება. ეს იქნება უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემდგომში 10 მილიონი ტონით გაიზარდოს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა, რადგან დამატებითი ტვირთების გაჩენასთან ერთდ შემოვლით გზას ექნება დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის.
„გარდა ამისა, მთავრობამ გამოაცხადა პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა, თუ როგორ დაპროექტდეს ფოთის შემოვლითი გზა. დღესაც ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ როგორც კი დამატებითი ტვირთები გაჩნდება ფოთში, ფოთის გზას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა, არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ფოთის მოსახლეობისთვის. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გაკეთდება რიონზე ახალი ხიდი. ეს ტექნიკური ნაგებობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიგდებული იყო, რეკონსტრუირებულია და ეკოლოგიური კატასტროფისგან აზღვევს ფოთს. გარდა ამისა, გაკეთდება ახალი ხიდი და შესაბამისად, ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიძენს ახალ ფუნქციას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ფოთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფოთი განვითარდეს, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, მაგრამ ამასთან ერთად, როგორც კომფორტული ქალაქი, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ამიტომ კეთდება ფეხბურთის სტადიონები, შენდება საცურაო აუზები და სპორტული კომპლექსები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ფოთის სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, მე ვგულისხმობ გზებს, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, საბავშვო ბაღებს, სკოლებს - ამ ყველაფერში მინიმუმ 150 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული, იმისთვის, რომ ფოთის, როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ ნორმალურ წესრიგში. ჩვენ აქ ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ფოთიდან ახალგაზრდები სხვაგან კი არ მიდიოდნენ, ფოთი უნდა გახდეს თვითონ მიზიდულობის ცენტრი, ინდუსტრიის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. აქ, ყველა დარგის განვითარების პოტენციალი აქვს ფოთს, როგორც ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ასევე სოფლის მეურნეობა, მოგეხსენებათ, რომ მეთევზეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ფოთში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას