მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას

5fe48aeacfeaf
BM.GE
24.12.20 16:38
2008
ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და წყალში ყრიან მილიონებს, რომელსაც ვხარჯავთ, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

გახარიამ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს მოუწოდა, არაკეთილსინდისიერ მეწარმეებთან დაკავშირებით, რეაგირება იყოს უაღრესად მკაცრი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო სულ უფროდაუფრო იკავებს ბაზრებს, ორი საკითხი არსებობს - საჭიროა, ქართული ღვინის მარკეტინგი და პოპულარიზაცია, ასევე ხარისხის კონტროლი - დაწყებული მევენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტამდე. სხვანაირად, ჩვენი ყველა ჩვენი ამბიცია - გავაეცნოთ მთელ მსოფლიოს, როგორც ღვინის სამშობლო - იქნება უდიდესი რისკის შემცველი.

ამავდროულად, ხარისხის კონტროლი უნდა იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი. ვერანაირი მილიონები, რომელსაც ვხარჯავთ, რომ ავამაღლოთ ქართული ღვინის ცნობადობა, ვერ გვიშველის, თუ ხარისხის კონტროლის უმაღლესი სტანდარტები არ დავაწესეთ ქვეყანაში. ეს უნდა გაათვითცნობიეროს როგორც სამინისტრომ, ისე ღვინის თითოეულმა მწარმოებლებმა. ზოგიერთები მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას და წყალში გვიყრიან იმ მილიონებს, რომელსაც ამ რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.