მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას

5fe4cae08b7f3
BM.GE
24.12.20 23:20
1042
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო აქტიურად იკავებს ბაზრებს, ორი საკითხია - ქართული ღვინის მარკეტინგი და პოპულარიზაცია და ხარისხის კონტროლი, - ამის შესახებ დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი დაწყებული მევენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით.

„სხვაგვარად ჩვენი ყველა ამბიცია, გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, იქნება უდიდესი რისკის შემცველი ამავდროულად. ამიტომ, ხარისხის კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ვერანაირი მილიონები, რომელსაც ჩვენ დღეს მარკეტინგში ვდებთ იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა გავზარდოთ, ვერ გვიშველის, თუ ხარისხის კონტროლის უმაღლესი სტანდარტები არ დავაწესეთ ქვეყანაში. ეს უნდა გააცნობიერონ როგორც სამინისტრომ, ისე ღვინის თითოეულმა მწარმოებელმა, რომელთაგან ზოგიერთი სამწუხაროდ მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და წყალში გვიყრის იმ მილიონებს, რომელსაც ამ რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ. ბატონ ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან საუბარი არ არის ეკონომიკის ერთ კონკრეტულ დარგზე, საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.