მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - "უნდა დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი - გაგვაკრიტიკებს"

5f22ac747c861
ინგა მურუსიძე
30.07.20 15:26
916
უნდა დავწყნარდეთ, დავშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი - გაგვაკრიტიკებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედია დაინტერესდა, თუ რა პასუხი ექნებოდა პრემიერს 6 ამერიკელი კონგრესმენის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ.

გახარიას თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას რისკი არ შეექმნას, განსაკუთრებით "რაღაც გამოგონილი შეკითხვებით", რადგან საქართველო ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ამ ოკუპაციის მშვიდობიანად გადასაწყვეტად სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა სჭირდება.
მთავრობის მეთაურმა დასმული შეკითხვები ვიწროპარტიულ კონიუნქტურულ შეკითხვებად შეაფასა.

„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი არის ძალიან სხვადასხვა, მაგალითად მე გუშინ მივიღე ძალიან შესანიშნავი წერილი ამერიკელი კონგრესმენისგან, ჯო ვილსონისგან, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს წარმატებებს საქართველოს დემოკრატიაში. სხვადასხვა შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე შიდა სფეროებში არ ჩავერევი. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან, რომელთანაც საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არა მხოლოდ ის მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად ძალიან კარგია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, არამედ სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროებში. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მაშინ, როცა ღირსეულ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ.

ეს არის ობიექტური რეალობა. რაც შეეხება სუბიექტურ რეალობას და რეალობის მოდელირებას. სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი - გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტარტეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. თუმცა როცა ადამიანები, მათ შორის ამერიკელებიც, ვერ ასრულებენ თავიანთ საინვესტიციო ვალდებულებებს და ამაზე საქართველო არბიტრაჟს იგებს(„ფრონტერას“ საქმე) ეს უნდა გვიხაროდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.