07.სექტემბერი .2019 15:43

გახარია ბიზნესს: ახალ ინიციატივებს არ შემოგთავაზებთ უახლოესი ერთი წელი მაინც

views 1502
უკან

„ახალ ინიციატივებს არ შემოგთავაზებთ უახლოესი ერთი წელი მაინც“-ასე უპასუხა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვას.

პარლამენტარი დაინტერესდა გრძნობს თუ არა გიორგი გახარია რა არის ბიზნესის საჭიროებები და როგორ აპირებს მთავრობა გააქტიუროს კომუნიკაცია კერძო სექტორთან იმისთვის, რომ ბიზნეს ჰქონდეს შეგრძნება რა ინციატივებით გამოვა მთავრობა და რომ ეს არ იყოს მათთვის ახალი და მოულოდნელი.

გიორგი გახარია ბიზნეს პირდება, რომ არაფერი მათთან კონსულტაციის გარეშე არ მოხდება.


„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ბიზნესი არ არის რაღაც ხელშეუხებელი, მაგრამ ეს არის ის სექტორი, ეს არის ის მიმართულება, რომელიც დღეს ქმნიან სამუშაო ადგილებს. დღეს ჩვენ ყველას უნდა დავეხმაროთ, რომ ხვალ სახელმწიფოზე დღეს გადანაწილებული სოციალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ. ეს არის ყველაზე ძირითადი ფორმულა, რისკენაც იქნება მიმართული ჩვენი ყოველდღიური მუშაობა.

ჩვენ ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ, ეს სხვადასხვა ფორმები შეიძლება იყოს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ახალი ბაზრების ათვისებაში ,ექსპორტის განვითარებაში ,საწარმოო სიმძლავრეების განახლებაში, უნდა დავეხმაროთ მათ სამუშაო ძალის მომზადებაში, მაგრამ რაც მთავარია უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ბიზნესგარემო მათთვის იყოს და საკანონმდებლო ჩარჩო იყოს პროგნოზირებადი.

მე გპირდებით, რომ არაფერი ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არ მოხდება, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერ, ფეხზე დამდგარ ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფო უდგას გვერდით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მას აქვს კონკრეტული სოციალური ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომელიც ბიზნესმა თავის მხრივ უნდა შეასრულოს“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა