მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია ბიზნესს: იქ, სადაც მთავრობას მოუწევს "არას" თქმა, ეს ადეკვატურად უნდა მიიღოთ

5dad62faeb89d
ლიკა გურაბანიძე
21.10.19 11:55
1168
"იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს "არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.  
 
პრემიერის განმარტებით, ორივე მხარის (ბიზნესის და მთავრობის) დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ის, რომ საკითხებზე პასუხი იყოს სწრაფი. 

"მიხარია, რომ საშუალება გვაქვს ძველი ტრადიციები გავიხსენოთ, როდესაც საკმაოდ ხშირად აქტიურად ვხვდებოდით და განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს. დახურული თემები არ არსებობდა, შესაბამისად, ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა. ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროებში და სხვადასხვა დარგებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და ამავდროულად ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალიან სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ, ან ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად პასუხი უდნა გავცეთ.

ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევები ძალიან ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, რადგან გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს ბევრი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდგომ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად ბიზნესსაც გაახსენოს, სოციალური პასუხისმგებლობა რა არის. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს "არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში არაც პასუხია და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არას ბიზნესი და კომპანიები ყველაზე ხშირად ელოდებიან."- განმარტა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეც გაამახვილა.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძირითადი როლი და ფუნქცია, ქვეყანაში საშუალო კლასის და საშულო ფენის შექმნა ბიზნესის მხრებზეა. აქ მნიშვნელოვან წილად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს", – აღნიშნა პრემიერმა.