08.სექტემბერი .2019 13:25

გახარია: ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური...თუ აქ ჩავარდნები გვქონდა, გამოვასწორებთ

views 370
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის 2 თემაა მნიშვნელოვანი - პროგნოზირებადი გარემო და ეკონომიკასთან-ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების განხილვა კერძო სექტორთან.

გახარიას თქმით, ეს უკანასნკელი აუცილებლად შესრულდება და თუ აქამდე ჩავარდნები იყო ამ მიმართულებით, ეს აუცილებლად გამოსწორდება.

“გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ეკონომიკაში და ბიზნესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქნება ბიზნესთან განხილული. ეს ასე იქნება. თუ აქ გვქონდა რაღაც ჩავარდნები, ამას გამოვასწორებთ. არ მგონია, რომ აქ რამე სერიოზული იყო, თუმცა, ეს კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური.

რატომ არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესგარემო? ბატონმა დავითმა(ჭიჭინაძემ) აქ დასვა შეკითხვა, რომ (დაქირავებით) დასაქმება 51% რომ არის, სახელმწიფო ხომ არ არისო?! შეიძლება ასეც იყოს. თუმცა, სოციალური თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ძლიერი, მყარი და პროგნოზირებადი მომავლით - ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზანს კი ძალიან პრაგმატული აზრი აქვს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც ბიზნესთან ერთად გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, გადავიტანოთ ნელ-ნელა ბიზნესზე”,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა