08.სექტემბერი .2019 13:08

გახარია ცვლილებებს აანონსებს - ”საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი”

views 4639
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საგადასახადო კუთხით გარკვეულ ცვლილებებს აანონსებს და აცხადებს, რომ საგადასახადო დისციპლინა არის ის თემა, რომელზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონცენტრირებულად იქნება სამუშაო. ასე პასუხობს ის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომ “ბოლო პერიოდში ქვეყანაში 90-იანების სქემები დაბრუნდა, გახშირდა ყალბი დღგ-ს კომპბინაციები” და ა.შ.

“საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. დარწმუნებული ვარ, როცა გვექნება პირდაპირი, ღია და გახსნილი კომუნიკაცია ბიზნესთან, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა, თუმცა, კონტროლისა და აღსრულების ნაწილში, გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი და ეს საერთო ბიზნეს ინტერესია. რამეთუ თამაშის წესები უნდა იყოს ერთი და ყველასთვის",- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა