15.მაისი .2020 16:13

გახარია: ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ეკონომიკა, რათა კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა

views 212
უკან

საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ.

"მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო დავიცვათ ის წესები, რომლის რეკომენდაციასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და ა.შ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვიყოთ ეფექტურები და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.