მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია-ფერმერებს: ადგილობრივი მთავრობა თუ არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ

5f54e8f6676c3
თელარა გელანტია
06.09.20 17:47
3456
„თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თუ არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „თხილობის“ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს.

პრემიერმა მათ უახლოეს 3-4 წელიწადში თხილის ექსპორტის გაორმაგება უსურვა.

"საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ცვლილებები, რეფორმები არის სახელმწიფოს გასატარებელი. სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანასებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გევრდში, ფერმერმა კი, თავისი კეთილსინდისიერი და ეფექტიანი შრომით, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ღირსეულად ვარჩინოთ ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი და ქალაქი და მთლიანად ქვეყანა. ესაა ჩვენი მიზანი და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ისე, როგორც ვშრომობდით ბოლო წლებში თხლის სექტორში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება მივაქციოთ.

ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო, ადგილობრივი მთავრობა, თქვენთან სრულ მსახურებაში უნდა იყოს. მე დღეს ვესაუბრებოდი რიგით ფერმერებს - თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, რადგან არაფერი იმაზე ღირსეული არაა, ვიდრე ემსახურო რიგით ადამიანს“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81% -ით აღემატება. 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარია.