27.სექტემბერი .2019 10:35

გახარია იმედოვნებს, რომ ლავროვი–ზალკალიანის შეხვედრა ურთულესი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს

views 306
უკან

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შეაფასა.

გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს უნდა გვესმოდეს, რომ ომი გამოსავალი არ არის.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც გენერალური ასამბლეის შტაბ–ბინაში შედგა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს, ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დემოკრატიისთვის ჩავუყაროთ საფუძველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს გაერო–ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გუშინ შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა