მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

60086f5394281
BM.GE
20.01.21 21:57
703
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი ცოტა ხნის წინ დადო.