მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია მაჭავარიანს: ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც შემოსავლების სამსახურში ხდება

5dd63112aa9c1
დავით ჯალაღონია
21.11.19 10:35
1378
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შემოსავლების სამსახურისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ავალებს.

"გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით, ამ გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინა, ამიტომ ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, ეფექტური და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთოდ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", – განაცხადა პრემიერმა.