მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია მეთევზეებს შეხვდა – რას სთავაზობს მთავრობა მათ?

5f985de53d7b1
BM.GE
27.10.20 21:49
1363
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად მეთევზეებს შეხვდა.

გიორგი გახარია მეთევზეებს ესაუბრა იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან მოისმინა, თუ რა საკითხში სჭირდებათ მათ მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, რათა არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეთევზეებმა უკეთ შეძლონ საქმიანობა. აღნიშნული მხარდაჭერა შეეხება როგორც თევზსაჭერი გემის შესყიდვაში მხარდაჭერას, ასევე სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას.

მეთევზეებთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის თანახმად, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს + 5% იანი თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება.