მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია მევენახეებზე: არ ვიჩქაროთ სიტყვაზე სუბსიდირება, მხარდაჭერა სხვა ფორმითაც შეიძლება

5ef6268e5286f
BM.GE
26.06.20 21:00
953
არ ვიჩქაროთ სიტყვაზე სუბსიდირება, მხარდაჭერა, შეიძლება, სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ მეღვინეობის მხარდაჭერა და რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პრემიერის შეფასებით, დღეს, ქვეყნის განვითარების კრიზისულ ეტაპზე, ისევე, როგორც ტურიზმს, მშენებლობას, განათლებას და სხვა სფეროებს, მეღვინეობასაც სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება.

„უახლოეს 10 დღეში დახმარების ფორმა და სტრუქტურა ნათელი იქნება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მევენახეები, სახელმწიფო მათ ამ კრიზისულ მდგომარეობაში მარტო არ დატოვებს. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ექსპორტიც საკმაოდ შეზღუდულია და რისკის ქვეშაა, ისევე, როგორც შემცირებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად - მოხმარებაც. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დახმარება საჭიროა და ეს დახმარება იქნება, რა ფორმით - ამაზე, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტში არის საუბარი, რომლის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას.