27.სექტემბერი .2019 18:39

გახარია "სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა

views 376
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა "სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები იყო.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, "სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი, "სოკარის" ინვესტიციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი დაესწრნენ.