მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია ქვეყნის დეოკუპაციას რეალურად მიიჩნევს: "სხვანაირად ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია"

6152da811458c
BM.GE
28.09.21 13:00
574
„ეს არ არის მხოლოდ დაკარგული ტერიტორია - ეს არის შეზღუდული ქვეყნის განვითარება, ეს არის ქვეყნის პერსპექტივის, მომავლის შეზღუდვა!’’ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„ყველა ძალიან მძაფრად აღვიქვამთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ! როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობა მტკიცდებოდა - ჩვენ მაშინ მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა და ამას ძალიან პრაქტიკული მიზანი აქვს - შეუძლებელია, საქართველოს არ ჰქონდეს გააზრებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება შეთანხმებული.

ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი - ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. და, რა თქმა უნდა, ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიით უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მტერთანაც, ოკუპანტთანაც! უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს!",- ამბობს გახარია.

წამყვანის კითხვაზე, რეალურად მიაჩნია თუ არა ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია, გახარია პასუხობს, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია.

„სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების სერიოზული განხილვა, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა და ასე შემდეგ. ჩვენ, ქართველებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან თუ არ გვექნა ჩვენი საერთო მომავლის ხედვა 5, 10, 20 წლის პერსპექტივაში - არავინ ჩვენ ჩვენს გარემოცვაში, რეგიონში, მსოფლიოში, სერიოზულად არ აღგვიქვამს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ