მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე: ყველაფერი შესაძლებელია…

5e8eea3589ccf
სალომე მეცხვარიშვილი
09.04.20 13:25
1661
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, რომელიც ამ დროისთვის 21 აპრილამდეა დანიშნული.

“ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე. მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ...ჩვენი ძირითადი ამოცანაა ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობა”,- აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.