მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: საპენსიო ფონდთან მიზანმიმართული ბრძოლა ყველა ზღვარს გადავიდა

5ed1077772655
ინგა მურუსიძე
29.05.20 17:48
837
საპენსიო ფონდთან მიზანმიმართული ბრძოლა ყველა ზღვარს გადავიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მისული და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
 
"ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური სურვილებით ბიუჯეტი გავიდოდა მინუს 6 მილიარდზე. ამის შემდეგ შეიქმნებოდა კრიზისი და მერე ალბათ მიადგებოდნენ საპენსიო ფონდს. არ იციან, რა მოუხერხონ იმ 722 მილიონ ლარს, რომელიც ვერ მოუნელებიათ. ეს თანხა დევს ფონდში, რომელიც მოქალაქეების ხანდაზმულობისას პენსიას უზრუნველყოფს. ყველა ზღვარს გავიდა მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან", - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ოპოზიციას მოუწოდა, თუ მართლა თვლის, რომ საპენსიო ფონდი უნდა გაიხსნას, მაშინ სწორედ ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა და საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციროს პარლამენტში.

"თქვენ თუ ასე ხართ დარწმუნებული, რომ ჩვენ ეს საპენსიო ფონდი უნდა გავხსნათ, საპენსიო ფონდის ცვლილებას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. ხომ თვლით, რომ ეს მაგარი იდეაა? - აიღეთ ეს პოლიტიკური რისკი თქვენს თავზე, აიღეთ და დააინიცირეთ საკითხი პარლამენტში. შემოიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და ვნახოთ, ვინ როგორ შეაფასებს ამას", - მიმართა გახარიამ ოპოზიციას.