მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია სოფლის მეურნეობის მინისტრს: ყურძნის მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს

5d8321c7ea917
დავით ჯალაღონია
19.09.19 10:34
1341
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რთველის მიმდინარეობას განიხილავს, რის შემდეგაც დეტალურ ინფორმაციას მედიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიაწვდის. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"დღეს განვიხილავთ კიდევ ორ მნიშვნელოვან საკითხს. პირველია, კახეთში მიმდინარე რთველი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთშია, გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ეს ბატონმა ლევანმა ძალიან კარგად იცის", – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, გახარიას თქმით, დღესვე, მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერი კახა კალაძე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს.