მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ზელენსკის შეხვდა

5df2284a2cf85
თელარა გელანტია
12.12.19 15:45
766
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრi სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.