მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: თუ გამოვლინდება კორონავირუსი, მზად ვართ, ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას

5e327731b4f43
ინგა მურუსიძე
30.01.20 10:35
655
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში საქართველო მზად არის, ეფექტურად უპასუხოს მას.

გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით არის მაკოორდინირებელი ორგანო და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ ქმედებების დროს ჰქონდეთ სრული კოორდინაცია აღნიშნულ უწყებასთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.