მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრაზე: კრიტიკის არასდროს შეგვშინებია

5d9c41ff4f719
თელარა გელანტია
08.10.19 12:00
884
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნავს, რისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტში 115 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. გახარიას თქმით, სახელმწიფო ბიზნესს პირობას აძლევს, რომ ის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები კი ეფექტურად იქნება გადაჭრილი. გახარიამ ისიც განაცხადა, რომ მას ბიზნესის მხრიდან კრიტიკის მოსმენის არ ეშინია. 

"2018 წელი დავამთავრეთ 7 მლნ-ზე მეტი ვიზიტორით და ქვეყანაში დაახლოებით, 3.2. მლრდ დოლარი შემოსავლებით. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევა ბევრია. ამაზე უნდა ვისაუბროთ აქ, უნდა ვიცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ უახლოესი პერიოდი.

ჩვენ კარგად გვესმის მთავრობის ფუნქცია რა არის, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივესიფიკაციაზე, ახალი პროდუქტების და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში მოახდინა 115 მლნ-ის ალოკაცია.

ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მიმართულებებზე ჩამოვყალიბდეთ. გვესმის, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც, ბიუროკრატიული იქნება თუ სუბიექტური, ამას დასჭირდება დღეები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავლი, მეტი ცნობადობა ქვეყნის.

ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლები ეფექტი, ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა, ამიტომ მადლობა მობრძანებისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის კარები, ტელეფონები და ყველაფერი არის წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად სადაც შესაძლებელია ამ მიზანს მივაღწიოთ.

ამაზე მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ შეზღუდვების გარეშე, ამითვის მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხების გაცემას შევძლებთ“, - განაცხადა გახარიამ.