მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია ტურიზმის სექტორს - "შეგიძლიათ წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა დაიწყოთ მზადება"

5ec3bb2b50b5b
ინგა მურუსიძე
19.05.20 15:00
1520

შეგიძლიათ წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა დაიწყოთ მზადება, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს კახეთში გამართულ შეხვედრაზე.

„ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაც ძალიან დიდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უკვე შეგეძლებათ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის ადმინისტრაციიდან წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა ჩაერთოთ პროცესში, რათა მზადება დაიწყოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მივიღებთ. უბრალოდ მსოფლიოში არ იქნება ისეთი მიმოსვლა, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რაც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა გახარიამ.