მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: თურქეთში ვიზიტისას სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა განვიხილეთ

5dbc06ec33e8f
ლიკა გურაბანიძე
01.11.19 14:30
1054
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე თურქეთში მის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ორმა მხარემ სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა განიხილა.

„მინდა თურქეთში ვიზიტს გამოვეხმაურო და გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონცენტრირებული მუშაობა, განსაკუთრებით ჩვენს კოლეგებთან ეკონომიკურ სფეროში, ასევე ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან და სამინისტროებთან. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ქმედებები, რომელიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება.

მაგალითად, ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელში მონაწილეობასაც ჩვენი მთავრობა ნოემბრის ბოლოს მიიღებს და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდეგ აღდგება. ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდგომ დაგვთანხმდა 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს და თბილისს ეწვიოს",- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: გიორგი გახარია ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.