უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს დასრულდება პროფესიული სასწავლებელი „პრესტიჟის“ გახსნა.
„ასევე თელავის უნივერსიტეტში შეიქმნა გერმანელ კოლეგებთან ერთად პროფესიული სპეციალიზაცია, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებს და გლეხებს, უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, რეგიონში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი და გაგრძელდეს საბავშვო ბაღების მშენებლობა.
გახარიას განცხადებით, სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს მშრომელ კახელ გლეხს.
„2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს მოიკრიფა 278 000 ტონა ყურძენი – ხუთჯერ მეტი, ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ, სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. რა თქმა უნდა აქ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული“, – განაცხადა გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ