მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიამ ბიძინა ივანიშვილს კრიზისული სიტუაციის მართვაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა

5ea2bbafd5b6c
ინგა მურუსიძე
24.04.20 14:09
925
ჩვენ იძულებული ვიყავით და ვართ ახლაც, გადაგვედგა ბევრი ისეთი ნაბიჯი, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმ სამუშაოს შემდგომ, რომელიც უკვე გაწეული იყო, შედეგები გვაქვს, ახლა შეგვიძლია ყველაფერი შევაჯამოთ, მაგრამ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, გვისაუბრია აქამდე, ყველაფერი ეხება მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. ეს არ არის პოსტკრიზისული მართვა, ეს არის კრიზისში მართვა, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. უკვე მესამე თვეა, ჩვენი ქვეყანა უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას. ეს არის გლობალური ეპიდემია, რომელმაც ერთ დღეში შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. მიუხედავად იმ დისკომფროტისა, რომელიც შეექმნა ჩვენს მოქალაქეებს, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ ბრძოლას.

რადგან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული წამალი გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, მობილობის შემცირების და ა.შ. ჩვენ იძულებული ვართ და ვიყავით მიგვეღო ბევრი ისეთი ნაბიჯი, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წინა ხაზზე დგას ვირუსთან ბრძოლაში და ადამიანებს, ვინც რჩება სახლში ყველაფრის მიუხედავად. 

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო "ქართუ ფონდს" და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფინანსური და პირადი ჩართულობით მენეჯმენტურ ნაწილში ამ კრიზისთან ბრძოლაში", - აღნიშნა პრემიერმა.