საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვს პოტენციალი, რომ შეასრულონ საკმარისი როლი ეკონომიკის განვითარებაში. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და თქვა, რომ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
„მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე და ამის მიზანია კორპორაციული მართვის უმაღლეს სტრანდარტებს დაუახლოვდეს ეს კომპანიები. რეფორმა არის ევროპული ტიპის, რომელიც ეფუძნება საუკეთესო სტანდარტებს და გამოცდილებას. აღნიშნულ რეფორმას და ინიციატივას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან ზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანი არის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება და სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო.
„საბჭო შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ შეასრულონ საკმარისი როლი ეკონომიკის განვითარებაში და ვფიქრობთ, რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობის ზრდას, ამით კი ხელი შეეწყობა ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შემცირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო. ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომლის რეფორმირებაც დაიწყება, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება.
გიორგი გახარიამ მაშინ ისიც დაანონსა, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის შეიქმნებოდა სახელმწიფო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი