05.სექტემბერი .2019 14:00

„გახარიამ ეკონომიკური ცოდნა ზუსტად თავის ადგილზე უნდა დადოს“

views 3225
უკან

„გიორგი გახარიას ეკონომიკაში დიდი გამოცდილება აქვს, მთავარია ეს ცოდნა ზუსტად თავის ადგილზე დადოს,“ - ამის შესახებ BM.GE-ს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

ჭყონიამ ახალი ეკონომიკური გუნდის მთავარ გამოწვევად ლარის კურსი დაასახელა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პირველად სწორედ ეს თემა უნდა განიხილოს.

„ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება გახარია და ის ეკონომიკურ თემებში არაჩვეულებრივად ერკვევა და სწორ ინფორმაციას მოგვცემს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი იცვლება, ლარის კურსზე პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენმტმა უნდა გასცეს. ვფიქრობ, რომ ამას გახარია კარგად მოახერხებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სწორი პასუხი გააცემინოს ბიზნესმენების და მოსახლეობის მიმართ.

როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი იქმნება, მას ერთი უპირატესობა აქვს, ის ახალი ენერგიით აგვარებს იმ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს, რაც პირველ პლანზე დგას, ხოლო პირველ პლანზე დღეს ლარის კურსი დგას“- განმარტა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად წარდგენამდე გიორგი გახარიას 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა; 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი – იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის 27 ნოემბერიდან  2017 წლის 13 ნოემბერის ჩათვლით იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2017 წლის 13 ნოემბრიდან  კი არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა