21.იანვარი .2020 23:44

გახარიამ ევროპისა და აზიის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

views 234
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - “ახალი ხედვა ევროპისა და აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის”.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი (EBRD) სუმა ჩაკრაბარტი, მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმააგინ ბატულგა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და სხვები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ევროპისა და აზიის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მსჯელობას არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რეგიონის მზარდი განვითარების ტემპის, ასევე ეკონომიკური პოლიტიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დისკუსიისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ორი კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დაკავშირების საქმეში, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ გარემოს, გეოსტრატეგიულ ადგილმდებარეობას, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, დააკავშიროს მსხვილი ეკონომიკური მოთამაშეები და მეტი კეთილდღეობა შექმნას საქართველოს და მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის.