08.სექტემბერი .2019 13:00

გახარიას აზრით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს პერმანენტული პროცესი

views 473
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდაიტ გიორგი გახარიას განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა, როგორც რეფორმირების მუდმივი პროცესი, იქნება აუცილებელი დაახლოებით, შემდეგი 10 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანა დაემსგავსოს განვითარებულ და ევროპულ ისეთ სახელმწიფოს რომლის შექმნას ჩვენ მიზანდ ვისახავთ.

ამის შესახებ გახარიამ კორუფციასთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მომავალი პრემიერის თქმით, „კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი“.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დღეს კორუფციულ ფაქტორებზე, ჩვენ არ ვსაუბობთ რაღაც მოვლენაზე, რომლის შეფასებაც არის რთული, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ჩვენ ვართ განვითარებადი ეკონომიკა, საკმაოდ სუსტი ეკონომიკა, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი... მარტივად რომ შევხედოთ, ჩვენ არ გვყავს ნორმალურად ჩამოყალიბებული საშუალო კლასი, ჩვენი სიღარიბის დონე არის ძალიან მაღალი და ა.შ. ყველა ამ პირობებში გვაქვს სუსტი ინსტიტუტები და ყველა ამ სიტუაციაში კორუფციასთან ბრძოლა უნდ იყოს პერმანენტული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ბიუროკრატია იყოს უფრო დისციპლინირებული, უფრო ეფექტური და საერთოდ სახელმწიფო აპარატი მუშაობდეს ბევრად უფრო ეფექტურად და სწრაფად. ამიტომ ეს იქნება მუდმივი აქცენტი, რომელზეც მთავრობას ყურადღება ექნება ყოველდღიურად.

დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის - ანტიკორუფციული სამსახურით დაწყებული ფინანსური პოლიციით დამთავრებული; თუმცა შეიძლება იყოს გარკვეული საჭიროება საკანონმდებლო ჭრილში და ამისთვის მოვალთ და ვისაუბრებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა