მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbesკვირა - Threads - Twitter-ის ანალოგი Meta-სგან

BM.GE
10.07.23 00:23
114
კიდევ ერთი, ხმაურიანი საერთაშორისო სასამართლო რომელიც ამ ზაფხულს და მიმდინარე წელს მიიპყრობს საქმიანი საზოგადოების ყურადღებას, უკავშირდება ილონს მასკის კომპანია ტვიტერს, და მარკ ცუკერბერგის მიერ ახალ სოციალურ პლატფორმას სახელად სრეადს. ამერიკულმა Meta-მ ახალი სოციალური ქსელი, Threads-ი ჩაუშვა, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Twitter-ის პირდაპირი კონკურენტია. კონკურენციის ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ პლატფორმის გაშვებიდან მალევე, მედიაში გავრცელდა Twitter-ის იურისტების მიერ მარკ ცუკერბერგისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც Twitter-ი ირწმუნება, რომ Meta მის სავაჭრო საიდუმლოებას და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას სისტემატურად და უკანონოდ იყენებდა. მოგვიანებით, საკითხს ილონ მასკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “კონკურენცია კარგია, მაგრამ იდეის მოპარვა-არა”.მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ რამდენიმე დღეში,ცუკერბერგის ახალმა სოციალურმა ქსელმა 90 მლნ ადამიანი დაირეგისტრირა მომხმარებლად, რაც ფაქტია რომ მის მიმზიდველობაზე და ტვიტერისგან გამორჩეულ ალტერნატივებზე მიუთითებს.