მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას ესმოდა, რა სჭირდება ეკონომიკას და ორჯერ უფრო დამნაშავეა, რომ არაფერი გააკეთა - ფინანსისტი

602fe09d7fcaa
სალომე მეცხვარიშვილი
19.02.21 21:04
1475
გახარიას უკეთ ესმოდა, რა სჭირდება ეკონომიკას, ამიტომ ორჯერ უფრო დამნაშავეა, რომ არაფერი გააკეთა,- ამის შესახებ ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკურ ჭრილში ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას “დიდი ცოდვები აქვს ქართველი ერის წინაშე, რადგან პატარა ბავშვებს თვალები დათხარა”, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, პრაქტიკულად არაფერი გააკეთა, რაც შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული.

“მამუკა ბახტაძესთან (ექსპრემიერი) შედარებით გახარიას უფრო სწორად ესმის ეკონომიკა. ბახტაძეს საოცარი მავნებლური იდეები ჰქონდა (ჭარბვალიანობის რეფორმა) და მერე აქტიურად ცდილობდა მათ განხორციელებას. ჩემი შთაბეჭდილებით, გიორგი გახარიას უკეთ ესმის რა სჭირდება ეკონომიკას, სწორედ ამიტომ გახარია ორჯერ უფრო დამნაშავეა, რომ არაფერი სასიკეთო არ გააკეთა. ეტყობა ივანიშვილის ერთგულება იყო პრიორიტეტი ან მისი უუნარობა, რომ თავისი სიტყვა გაეტანა გუნდში”,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.