07.სექტემბერი .2020 15:18

გახარიას მთავრობამ კარანტინის ვადა 8 დღემდე შეამცირა

views 1138
უკან

კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამიერიდან, საკარანტინე ვადა იქნება 8 დღე. ვამცირებთ დროს იმისთვის, რომ დისკომფორტი შევამსუბუქოთ. 8 დღის შემდეგ ჩატარდება PCR ტესტი და მე-9 დღეს, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე დატოვებს საკარანტინე სივრცეს. მოქალაქეებს, ასევე, ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კვლავ ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის: ამჟამად კარანტინის ხანგრძლივობა 12 დღეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა