03.სექტემბერი .2019 14:09

გახარიას სამთავრობო პროგრამა: აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას “თამაშის” სამართლიანი წესები

views 1133
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მისი სამთავრობო პროგრამა წარადგინა. პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით გახარიას მთავობის ხედვებს მოიცავს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა.

“აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას “თამაშის” სამართლიანი წესები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მისცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს წვდომა კონკრენტული წვდომა მსოფლიო ბაზარზე.

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.

გრძელვადიანი და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში”,- ნათქვამია პროგრამაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა