მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას თქმით, მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას გეგმავს

5f34e80c5b365
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 11:11
1303
მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას გეგმავს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, მთავრობა წელს ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას, შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, იქნება ვაშლი, ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს, საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით და დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის დაახლოებით 22 თეთრი.

ყველა ის კომპანია რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, სუბსიდიას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე.