30.აგვისტო .2019 10:23

გახდი ტერა მოგზაური - ტერაბანკი ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად

views 187
უკან

პირველი აგვისტოდან ტერაბანკი ინიციატივას #spendyoursummeringeorgia შეუერთდა და ახალი საზაფხულო კამპანია წამოიწყო.

„გახდი ტერა მოგზაური“ მთლიანად ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ეძღვნება და ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, იგი ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერასაც მოიზარებს. ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი მიმართულების შესახებ Bm.ge ტერაბანკის გენერალურ დირექტორს, თეა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

გვიამბეთ კამპანიის იდეისა და იმ მთავარი მიზნების შესახებ, რომლებსაც ის ისახავს...

ზოგადად ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ზაფხულობით განსხვავებული ინიციატივები განვახორციელოთ. სტანდარტული სარეკლამო კამპანიების ნაცვლად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ისეთი აქტივობები დავგეგმოთ, რომლებიც ადამიანებისთვისაც სასარგებლო იქნება და ირგვლივ არსებულ რეალობასაც უკეთესობისკენ შეცვლის.

ჩვენს მომხმარებლებს კარგად ახსოვთ შარშანდელი კამპანია ტერა ბაიკი, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს მთელი თბილისის მასშტაბით ველოსიპედით უფასოდ სიარულის შესაძლებლობა მივეცით და შევეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის პოპულარიზაცია გაგვეწია. ეს კამპანია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გვინდოდა, წელსაც საინტერესო, და სასარგებლო ინიციატივა დაგვეგეგმა. თუმცა, ჯერ კიდევ სხვადასხვა იდეაზე ვმსჯელობდით, როდესაც ქვეყანაში განვითარებულმა აქტუალურმა მოვლენებმა თემატიკა თავისთავად გვიკარნახა: იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ტურიზმის თანადგომა და მისი განვითარების ხელშეწყობა იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, #spendyoursummeringeorgia - ში ჩავრთულიყავით და მუშაობა შესაბამისი კამპანიის კონტენტსა და განხორციელებაზე დავიწყეთ.

რა იყო ის მთავარი აქცენტები, რომლებზეც კამპანიის დაგეგმვისას ამახვილებდით ყურადღებას?

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთი მთავარი ფაქტორი: ტურიზმის სექტორში ჩართული არცერთი რგოლი ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენოდა, ამიტომაც კამპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა იმ ქართველი თუ უცხოელი მოგზაურების წახალისება, რომლებიც წელს ზაფხულს საქართველოში ატარებენ, ამ ადამიანებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სასურველი მარშრუტების დაგეგმვაში დახმარება. აღნიშნულ ნაწილში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობდით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში უწყების წარმომადგენლები ჩვენს თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ გამოცდილება გაუზიარეს.

ამავდროულად, კამპანიის ფარგლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერადაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ტერაბანკის საკომუნიკაციო რესურსი მთლიანად ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მხარდასაჭერად გამოიყენება: ჩვენს ვიტრინებს, ბანკომატების ეკრანებს, სარეკლამო ბროშურებს, ფეისბუქის გვერდსა და სხვა არხებს მათ სრულიად უფასოდ ვუთმობთ.

ჩვენს ფილალებს როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად ტურისტული ცენტრების დატვირთვასაც ვუთავსებთ, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში კი ბუკლეტებია განთავსებული, რომლებიც ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებზე, საკვებ თუ გასართობ ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზე დეტალურ ინფორმაციას აერთიანებს.

ამას გარდა, შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.terabankfortravelers.ge , რომელიც ტურისტული ბიზნესების შესახებ ცნობებს აერთიანებს და დაინტერესებულ ადამიანებს სასურველი ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს. რა თქმა უნდა, ვებგვერდზე ცნობების განთავსება სრულიად უფასოა. ასე რომ, ჩვენი ყველა საკომუნიკაციო სივრცე ნებისმიერი მსურველისთვის აბსოლუტურად ღიაა.

როდის დასრულდება კამპანია და აპირებს თუ არა ტერაბანკი ამ მიმართულების განვითარების გაგრძელებას?

კამპანია „გახდი ტერა მოგზაური“ სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული სეგმენტის, ტურიზმის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი განვითარების მიზნით სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას სამომავლოდაც ვგეგმავთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა