მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გახსენით საზღვარი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან”- რჩევა მთავრობას

6009b1b5d2fb0
ანუკა ჯოხაძე
21.01.21 22:21
1514
ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები მთავრობას სამოქმედო გეგმას სთხოვენ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. კერძო სექტორი ამბობს, რომ დღესაც კი არ არის ცხადი, როდიდან და რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ ისინი ტურისტების მიღებას. არადა მათი თქმით, მოთხოვნაა იმ ქვეყნებიდან და არა მარტო, სადაც აქტიური ვაქცინაცია უკვე დაიწყო.

“ტრეფიკ თრეველის” მმართველი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ უკვე არის შესაძლებელი კონკრეტულ ქვეყნებთან საზღვრები გაიხსნას, იმისთვის რომ ზამთრის სეზონის დასრულებამდე ქვეყანამ მათი მასპინძლობა მოასწროს. ჯაფარიძე მთავრობას საზღვრის გახსნას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურჩევს, რადგან ამ ქვეყნებიდან მოთხოვნა საქართველოში მოგზაურობაზე სულ იყო. დღეს კი როცა სპარსეთის ყურის კონკრეტულ ქვეყნებში ეკონომიკა გაიხსნა, მათგან მზაობა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობაზე იქნება.

“ტურიზმის გახსნის გეგმის არ არსებობა და არასწორი მოლოდინები ბიზნესისთვის საფრთხის შემცველია. ამას ვუყურებთ უკვე გასული წლის აპრილიდან. გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილიყო საზღვრები და საერთაშორისო ფრენები იმ მწვანე ქვეყნებთან, საიდანაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არ იქნებოდა, მაგრამ პასუხად სულ ვიღებდით იმას, რომ მიმდინარეობდა მუშაობა. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, სადაც ვართ დღეს. არაფერი გაკეთებულა და არანაირი გეგმა არ არსებობს. ჩვენი მხრიდან რჩევას თუ მიიღებენ ვიტყვი, რომ თავისუფლად შეიძლება გახსნა საზღვარი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, საიდანაც მაღალი შემოდინება გვქონდა ტურისტების. დუბაი არის ქალაქი, სადაც დაახლოებით 90% არიან ემიგრანტები, მათ შორის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ქვეყნებიდანაა. გაერთიანებული საამიროები უკვე მთლიანად გახსნილია, მუშაობენ და ხალხი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს არის დაბრუნებული. რეგულაციების გათვალისწინებით შესაძლებელია ამ ბაზარზე გააქტიურება და ზამთრის სეზონისთვის ტურისტების ჩამოყვანა", - აცხადებს “ტრაფიკ თრეველის” მმართველი ცოტნე ჯაფარიძე.